თავში

"თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია" - ზარქუა

"თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია" - ზარქუა
თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია - ზარქუა

"თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩემთვის მისაღებია ის, რომ გამოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა", აღიაროს დანაშაული, მოინანიოს საზოგადოებასთან, ელაპარაკოს, ეს არის და ეს. მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს არც მოსახლეობასთან იმიტომ, რომ მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს და აგებს "ნაციონალური მოძრაობა". ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო სააკაშვილის ის დეფინიცია, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის", - აცხადებს ზარქუა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system