თავში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან

ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიდარობა იქნება სამაგალითო ყველა ჩვენი მეზობლისთვის რეგიონში - ამის შესახევ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, იმედი აქვს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიდარობა რეგიონში მდებარე მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო იქნება.

ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და სოლიდარობა იქნება სამაგალითო ყველა ჩვენი მეზობლისთვის რეგიონში. გვჯერა რომ ასეთი მექანიზმი წარმოდგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რათა განვიხილოთ ორმხრივი და რეგიონული საკითხები. თანამშრომლობის მექანიზმმა დაუდო საფუძველი მდგრად მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას ჩვენს რეგიონში. დღეს ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც გაწერილია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც შარშან სტამბოლში მოვაწერეთ ხელი“ ,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამასთან, მან ისაუბრა აზერბაჯანის, საქართველოსა და თურქეთის „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმაზე“, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. ჩავუშოღლუს განცხადებით, ეს გეგმა გააღრმავებს საქართველო, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ საკითხებში და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე. ვაჭრობის მოცულობის გასაზრდელად ჩვენ გვჭირდება საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია, რათა ვაჭრობის ტემპი დაჩქარდეს. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ტრანს-ანატოლიურის (TANAP) და სამხრეთის გაზის დერეფანი, ჩვენ უნდა გავამხნევოთ ჩვენი მეგობრები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტიც განხორციელდეს. ეს პროექტები უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას და რესურსების დივერსიფიცირებას რეგიონში და ევროპაშიც“ ,- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მხარეებმა შეხვედრაზე, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მტკიცე მხარდაჭერას, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system