თავში

თვითმმართველობის არჩევნების ეუთო/ოდირის შეფასება ცნობილია

თვითმმართველობის არჩევნების ეუთო/ოდირის შეფასება ცნობილია
თვითმმართველობის არჩევნების  ეუთო/ოდირის შეფასება ცნობილია

ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამოწვეულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.

„კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილი დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც აშკარად უზღუდავდა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა იონსონმა.

დამკვირვებლის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო.

„ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, იყო შეშფოთების საგანი. მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ეს ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system