თავში

უგულავა მერაბიშვილზე: თავისი თავის უბედურია

უგულავა მერაბიშვილზე: თავისი თავის უბედურია
უგულავა მერაბიშვილზე: თავისი თავის უბედურია

,,ვანო მერაბიშვილი თავისი თავის უბედურია", - ასე უპასუხა ზუგდიდში ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ინგა გრიგოლიას კითხვას, ხომ არ დაუკავშირდა მას გუშინდელი ვიდეომიმართვის შემდეგ ვანო მერაბიშვილი.

,,არ მქონია კონტაქტი, დიდი ხანია არ მინახავს და ვთვლი, რომ თავის თავის უბედურია, იმიტომ, რომ სააკაშვილი ბოლოს ყველაფერს ისევ მას შეატენის, ასე რომ მე ეს არ მაინტერესებს, ეს მათი შიდა ურთიერთობებია", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system