თავში

უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდება

უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდება
უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდება

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა მოიპოვა.

„ახლა იმის დრო არაა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიურად და როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. 

„ჩვენ სახელმწიფო ვართ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარია მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინიც გაგებით მოეკიდნენ ვფიქრობ, იმ ნაბიჯს რომელიც ჩვენ გადავდგით და შევეცადეთ არ დაგვეძაბა ორმხრივი ურთიერთობები. დადგა დრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამომდინარე 11 თვიდან რა ზარალიც მოგვადგა ორივე მხარეს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, საქართველომ ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system