თავში

უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება

უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება
უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალური ქსელით ეხმაურება:

"მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დარღვეული უფლების აღდგენას 

მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს მესამე პრეზიდენტის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიან და საჯარო განხილვის უფლებას.

საგულისხმოა, რომ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხის წამებასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები აქვს. მე, როგორც უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დანიშნული ადამიანის უფლებადამცველი, სააკაშვილის უფლებების შენარჩუნებას მეთვალყურეობას ვუწევ.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის კანონიერი უფლებები და სათანადო სამედიცინო მომსახურების უფლება",წერს ლუდმილა დენისოვა Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system