თავში

უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა და ერთ საათში ჩაიდო სამარეში - ნიკა გვარამია

უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა და ერთ საათში ჩაიდო სამარეში - ნიკა გვარამია
უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა და ერთ საათში ჩაიდო სამარეში - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "სამართლიანი არჩევნების" განცხადებას ეხმაურება, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა. 

"ISFED-ის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირი ახსნა-განმარტების და შეკითხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ვიცით ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, "1%ზე მეტი თუ იქნა, ხელახალ არჩევნებს დავნიშნავთ"-ზე და მსგავსებზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაიდო კიდეც 1%ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ :))) და დაიდო არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ, იმ ორგანიზაციის მხრიდან, ვისი ფუნქციაც, შედეგების უსწრაფესად დადებაა. სისწრაფე, თორემ სიზუსტე ისფედთან კავშირში არაა - ყალბ ოქმებს აჯამებს, გადაკეთებულს, კარუსელ და ჩაყრა გამოვლილს. სამწუხაროდ, ასეთია მათი მეთოდოლოგია (ვერსადროს გავიგებ ამ ქვეყანაში ეს მეთოდოლოგია რატომაა რელევანტური, მაგრამ, რაცააა, ეგაა). ხოდა, მარტო სისწრაფე რო მოეკითხება, იმ ორგანიზაციისგან თვენახევარში ახალ შედეგებს ვიღებთ, თან სრულ შესაბამისობაში ოცნების ზრახვებთან და წინასწარ დაანონსებულ მიზნებთან და საჭიროებებთან. შემთხვევითი დამთხვევაა? შესაძლოა. ნეტარ იყვნენ მორწმუნენი. რაც შეეხება, "გადავთვალოთ ისფედით და 1%ზე ნაკლები თუ იქნა, ვადამდელი ჩავატაროთ" ტექსტით ზოგი ოპოზიციონერის "გულუბრყვილო" აღფრთოვანებას: უკვე ძალიან საეჭვოა ეგ ამბავი და ნამდვილად აღარ გავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ გავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ გავს. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძალიან არ გავს.ps ნუ, ISFEDის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია" - წერს გვარამია. 

ცნობისთვის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პარალელური დათვლის შედეგებს აზუსტებს და განმარტავს, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. მათი განმარტებით, სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები 1-ელ ნოემბერს გამოაქვეყნეს.

პირველი შედეგების მიხედვით მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 45.8% მიიღო, ხოლო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 26.4%.

დღეს, "სამართლიანი არჩევნების" განცხადების გავრცელებამდე, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის შედეგებში მარტივი ხარვეზი აღმოაჩინეს, რომლის გასწორების მიზნითაც პარტიის წარმომადგენლებმა "სამართლიან არჩევნებთან" ონლაინ შეხვედრა გამართეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system