თავში

"უნდა ჩატარდეს კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა" - ჯაფარიძე

"უნდა ჩატარდეს კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა" - ჯაფარიძე
უნდა ჩატარდეს კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა - ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

ჯაფარიძის თქმით, უნდა ჩატარდეს ის კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა.

"როგორც გავიგე, კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება და ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თქვა, კერძო კლინიკაში არ გადავიყვანთ და ამიტომ არ გადაიყვანენ. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ამიტომ, აუცილებელია, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა. ვსაუბრობთ, ძალიან დიდ რისკებზე. "ქართული ოცნების" არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არც ერთმა არ უნდა აიღოს ეს რისკი იმის გამო, რომ თქვეს, ციხიდან არ გამოვუშვებთ სააკაშვილს. რას ჰქვია, არ გამოუშვებ? ბადრაგით ხდება პაციენტის გადაყვანა", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system