თავში

"უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ, არ გამოგივათ!" - მამუკა ხაზარაძე

"უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ, არ გამოგივათ!" - მამუკა ხაზარაძე
უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ, არ გამოგივათ! - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს.

ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!

ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,

სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.

ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის, რომ ამ მასკარადის მომწყობთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...

ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! 

მადლობა ყველა გულშემატკივარს", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system