თავში

ვაშაძე: 2012 წლის ხელისუფლების გადაცემა არ უნდა დარჩეს იზოლირებულ ეპიზოდად

2012 წლის ხელისუფლების გადაცემა არ უნდა დარჩეს იზოლირებულ ეპიზოდად
ვაშაძე: 2012 წლის ხელისუფლების გადაცემა არ უნდა დარჩეს იზოლირებულ ეპიზოდად

"ქართული ოცნება პატრიოტიზმზე გველაპარაკება. არ ხართ ბატონებო თქვენ პატრიოტები", - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან მმართველ გუნდს. 

მისი თქმით 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა საქართველოს ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს.

"პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს. პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, უკვე მზად არის, რომ ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი. პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენს ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს. ვისაც სჯერა, რო სასამართლო უნდა იყოს უმაღლესი ინსტანცია და ხალხის ნების გამომხატველი. ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქისთვის, ხელისუფლება არის მოქალაქისთვის და არა მოქალაქე - ხელისუფლებისთვის", - თქვა გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძემ. 

8 ოპოზიციური პარტია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა გადადგეს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system