თავში

ვაშაძე: ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას

ვაშაძე: ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას
ვაშაძე: ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას

ჩვენ ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას, გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ ქართულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით,- განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” საკუთარ წინადადებას წარადგენს.

“პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას, გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ ქართულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. დიპლომატიური კორპუსის მხრიდან მოხდა შეთავაზება ჩვენი შეთავაზების ცალკეული კომპონენტების დამოუკიდებლად განხილვაზე, მათ შორის, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების დამოუკიდებლად განხილვაზე, რაზეც “ქართულ ოცნებას” არგუმენტი, რა თქმა უნდა,  არ აქვს.

შეხვედრა კიდევ იქნება. “ქართული ოცნებისგან” ველოდებით, რომ შემდგ შეხვედრაზე ცალკეულ კომპონენტებზე იქნება კონკრეტული განხილვა”,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით,  მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, რათა “ქართული ოცნება” იძულებული იყოს საზოგადოებას მოუსმინოს.

შეგახსენებთ,დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების მეორე შეხვედრა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system