თავში

ვაშაძემ ჰალსტუხი აახია, კუჭავამ თანამდებობა - ჯაფარიძე თალაკვაძეზე

ვაშაძემ ჰალსტუხი აახია, კუჭავამ თანამდებობა - ჯაფარიძე თალაკვაძეზე
ვაშაძემ ჰალსტუხი აახია, კუჭავამ თანამდებობა - ჯაფარიძე თალაკვაძეზე

"ვაშაძემ ჰალსტუხი აახია და კუჭავამ თანამდებობა",- ასე გამოეხმაურა პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თანამდებობიდან გადადგომას.

დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპიკერის თანამდებობაზე ვიცე პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა წარადგინა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ორბელიანების სასახლეში გამართულ ვახშამზე ამნისტიის საკითხზე საუბარი იმდენად მწვავე იყო, რომ არჩილ თალაკვაძეს კინაღამ "გალსტუკი" მოახია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system