თავში

ვაშაყმაძე ვიდეოში გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს გამოხატავს - ვოლსკი

ვაშაყმაძე ვიდეოში გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს გამოხატავს - ვოლსკი
ვაშაყმაძე ვიდეოში გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს გამოხატავს - ვოლსკი

რეალურად ეს ადამიანი გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის ასლან ვაშაყმაძის მიერ სოციალურ ქსელში  გავრცელებული ვიდეო.

ვოლსკის თქმით, ვაშაყმაძის ვიდეოში სახელმწიფო სტაბილურობის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაა გამოხატული.

"დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს. სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებს და მათ დამოკიდებულებას გამოხატავს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ასლან ვაშაყმაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის სამართალდამცველებს ემუქრებოდა. ამის შემდეგ მან მეორე ვიდეოც გაავრცელა სადაც აღნიშნა, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და პირველ ვიდეოში გაჟღერებული მუქარა აღელვების ნიადაგზე თქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system