თავში

ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა განიხილეს

​ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა განიხილეს
ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა განიხილეს

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით აშშ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ ასევე დასახეს, მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2019 წლის ნოემბერში მოეწერა. აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთო მიზნებს განსაზღვრავს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ დაგმო საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. აშშ-ს მხარემ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით აქტიური ჩართულობა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მიღწეული პროგრესი, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და აშშ-ის მიერ ამ პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

საქართველოს მხრიდან უწყებათშორის დელეგაციას ხელმძღვანელბდნენ და შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აშშ-ს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოელ სტარი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system