თავში

"ვიფიქრებთ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე" - კობახიძე

"ვიფიქრებთ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე" - კობახიძე
ვიფიქრებთ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე - კობახიძე

შეიძლება, ვიფიქროთ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შესაქმნელად ხმების შევსებაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ კომისია მარტივად დაადგენს მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას.

"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება მე, პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი; როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არა აქვს; რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა, შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია; მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას", – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და დეტალურად ისაუბროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system