თავში

ვოლსკი: არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ

ვოლსკი: არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ
ვოლსკი: არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ

"როცა ევროკავშირის 5 ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, რასაკვირველია, ორმხრივად ყველაფერი გაწერილია იმისთვის, რომ საქართველოს და ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას, არც ისინი არიან ხელჩამოშვებულები და დილეტანტები,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვითარება, სტატუს-კვო შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს.

"არავინაა თვითმკვლელი. როცა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად. ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვები შეიტანოს თითქოს რაღაც არასწორად კეთდება.

უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენ მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ ჩამოსულებმა რისკი შეუქმნან კვლავ ჩვენს მოქალაქეებს. თორემ ხელისუფლებისთვის რასაკვირველია შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულე რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არაა ე.წ.ოპოზიციის პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლო ხალხია, არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ. ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით რომ გიპასუხოთ რას ლაპარაკობდენ რამდენიმე დღის წინ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system