თავში

ვრცელდება დაზიანებული ბიულეტენების ფოტოები - ცესკო-ს განმარტება

ვრცელდება დაზიანებული ბიულეტენების ფოტოები - ცესკო-ს განმარტება
ვრცელდება დაზიანებული ბიულეტენების ფოტოები - ცესკო-ს განმარტება

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველს, რომელსაც საარჩევნო უბანზე დაზიანებულ ბიულეტენს მისცემენ, მისი შეცვლის უფლება აქვს. ბიულეტენი, რომელზეც არ ჩანს რეკვიზიტები (ოლქის ნომერი; ან მოხეულია საარჩევნო სიაში მყოფი კანდიდატების მონაცემები), ბათილდება.

"ამომრჩევლებს შევახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ მათი ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები, რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

ბიულეტენების ფოტოები, რომლის რეკვიზიტები ან საარჩევნო სუბიექტები მოხეულია და, შესაბამისად, გამოუსადეგარია, სოციალური ქსელებით გავრცელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system