თავში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება სპეცრაზმი დაიძრას - უგულავა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება სპეცრაზმი დაიძრას - უგულავა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება სპეცრაზმი დაიძრას - უგულავა

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, ოფისისკენ სპეცრაზმის დაძვრის შესახებ. 

როგორც უგულავა აცხადებს, ნიკა მელიას დაკავებას არ დაუშვებენ.

,,დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული, ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, ეს ერთობლივი პასუხი არის სიტყვები ფსალმუნიდან - ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ. მოვლენ, დავხვდებით, არც ნიკა და არც სხვა, არც ერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system