თავში

ზაზა გახელაძე "წითელმა ჯვარმა" მოინახულა - რა ინფორმაცია მიიღო ოჯახმა

ზაზა გახელაძე "წითელმა ჯვარმა" მოინახულა - რა ინფორმაცია მიიღო ოჯახმა
ზაზა გახელაძე  წითელმა ჯვარმა მოინახულა - რა ინფორმაცია მიიღო ოჯახმა

ზაზა რამდენიმე დღის წინ "წითელმა ჯვარმა" მოინახულა, გვითხრეს, რომ ჯანმრთელად არის და უფრო შემართებით არის განწყობილი, - ამის შესახებ Report.ge-ს ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განუცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უფრო აქტიურ ფაზაშია და ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს საერთაშორისო უწყებებთან. 

"როგორც ადვოკატმა თქვა, ზაზას არ სურს ამ სასჯელის გასაჩივრება და იმედი აქვს ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერის. მისი მხრიდან, გასაჩივრებაზე უარის თქმა, შეიძლება ერთგვარ პროტესტადაც მივიჩნიოთ. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოველდღიური კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ როდესაც რაიმე წინსვლა არის, ან რაიმე შეხვედრა იმართება, ამის შესახებ აუცილებლად გვატყობინებენ. ახლა უფრო გააქტიურებულ ფაზაში არიან და ყოველდღიურად აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო უწყებებთან ურთიერთობა, უფრო მეტის მოლოდინი აქვთ. ჩვენი კი, მუდმივად გვაქვს ის მოლოდინი, რომ ზაზას აუცილებლად გაათავისუფლებენ", - განუცხადა Report.ge-ს ირმა ბუთხუზმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system