თავში

უმრავლესობა პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამს

უმრავლესობა პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამს
უმრავლესობა პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამს

მოვუსმენთ ყურადღებით და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წინაშე, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოხსენების შემდეგ, დეპუტატები პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამენ. 

"შეკითხვები რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, პრეზიდენტის მოხსენება იქნება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე და ამის შემდეგ ჩვენი გამოსვლები. მოვუსმენთ ყურადღებით და რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას. 

ოპოზიცია არ ესწრება ისევე, როგორც შარშან. ისინი შარშანაც ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანს არაფერს იტყვის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა შარშანაც გააჟღერა ძალიან კარგი გზავნილები, მათ შორის ჩვენს საგარეო, დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ოპოზიციას შეუძლია შარშანდელისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც წელს დაესწრებიან, იმიტომ, რომ ეს ნარატივი აქვთ," - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system