თავში

ზურაბიშვილი Twitter-ზე: ერთად უფრო ძლიერები ვართ

ზურაბიშვილი Twitter-ზე: ერთად უფრო ძლიერები ვართ
ზურაბიშვილი Twitter-ზე: ერთად უფრო ძლიერები ვართ

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, 8 ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს. 

"ეს მტკიცე განცხადება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა. 

12 წელი გავიდა და ჩვენი პარტნიორები, არ ურიგდებიან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. მადლობა, ერთად უფრო ძლიერები ვართ," - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა 8 ქვეყანამ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system