თავში

აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც report.ge-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა და შემთხვევა იმპორტირებულია.

უწყების ცნობით, პაციენტს კორონავირუსი ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1039 გახდა. 

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 900 გახდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 3828 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –192.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system