თავში

"ავერსის" კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

"ავერსის" კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს
ავერსის კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას "ავერსის" კლინიკა პასუხობს. როგორც კომპანია "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლალი ბრეგვაძემ Report.ge-ის განუცხადა, კორონავირუსი მხოლოდ რუსთავის ფილიალის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. 

"კორონავირუსის ახალი შემთხევები "ავერსის" ქსელს არ უკავშირდება. მხოლოდ რუსთავის ფილიალის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ის ამ ფილიალის სხვა თანამშრომლებთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა და ყველა მათგანს უტარდება კვლევა," - განაცხადა ლალი ბრეგვაძემ. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შეთხვევები "ავერსის" კლინიკის ქსელთანაა დაკავშირებული

შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალგაზრდა ქალი სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ჩაქვის სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" იმართება. ის "ავერსის" კლინიკის თანამშრომელია.

მას მაღალი ტემპერატურა 1 სეატემბერს დაუფიქსირდა, რის გამოც სასტუმროში ეპიდემიოლოგები გამოიძახეს. ხოლო სასტუმრო, სადაც 900-მდე დამსვენებელი იმყოფება - ჩაკეტეს. პირველი ტესტირებით მას ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითმა პასუხმა კორონავირუსის დაადასტურა.

პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი 5 პირი კი თვითიზოლაციაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system