თავში

ბათუმში საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო

ბათუმში საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო
ბათუმში საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო. მედიის წარმომადგენლები სხდომაზე ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებითა და სხვადასხვა წარწერებით მივიდნენ. 

"ლექსოსთვის", "დაისაჯონ მოძალადეები", "გადადგეს პრემიერ" მინისტრი - ამ წარწერებით წარდგნენ ჟურნალისტები საკრებულოს სხდომაზე. 

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system