თავში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებზე მეტია

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებზე მეტია
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებზე მეტია

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი და საერთო რაოდენობა 121 621-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 033 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 143 376-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 342 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system