თავში

COVID-19-ის 5 შემთხვევა თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება

COVID-19-ის 5 შემთხვევა თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება
COVID-19-ის 5 შემთხვევა თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 5 ჯგუფური შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ფართომასშტაბიანი ქორწილია. 

ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარაში დადასტურდა. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 1321 გახდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system