თავში

"დავიჯერო, ზუსტად არ იცით რამ მოკლა?" - ბაია პატარაია

"დავიჯერო, ზუსტად არ იცით რამ მოკლა?" - ბაია პატარაია
დავიჯერო, ზუსტად არ იცით რამ მოკლა? - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პატარაია "ფეიქბუქის" საკუთარ გვერდზე, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეს ეხმაურება.

"რა ვერ გამოიძიეს "ასტრაზენეკას" აცრის მერე გარდაცვლილი ექთნის ამბავი? დავიჯერო, ზუსტად არ იცით, რამ მოკლა? რატომ აჯანჯლებთ? იმ ექიმებს ხომ არ აფარებთ ხელს, რომლებმაც დროული დახმარება ვერ აღმოუჩინეს? საბოლოოდ, დადასტურდა თუ არა იმ ქალის მიერ წინა დღით საშიში პრეპარატის თვითნებური მიღება? რატომ არ გვცემს პასუხს პროკურატურა? კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს?

რეალურად, რა თქმა უნდა, არ სჭირდება წელიწადზე მეტი არც ერთ ექსპერტიზას და არც ერთი მოწმის გამოკითხვას.

რატომ არ კითხულობენ ამ ამბავს ჟურნალისტები?

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შემთხვევის გამო ბევრი ანტივაქსერი გახდა და როდესმე პასუხი ხომ უნდა გაეცეს იმ ბურუსით მოცულ სიკვდილს?სადაა სახელწმიფოს მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი კამპანია აცრებზე?არც ერთი ორჯერ აცრილი ადამიანი რომ არ მომკვდარა და ყოველ დღე 30 აუცრელ ადამაინს რომ ვდებთ კუბოში, ამაზე რატო არ ლაპარაკობს მთავრობა და რატომ არ იშენს თავში ხელს? ეტყობა ღარიბაშვილს ეცოტავება დღეში 30 კუბო", - წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა "იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა.

8 აპრილს, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან", სადაც მეგი ბაქრაძე აიცრა, ექიმი, რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგის დამხმარე, მედდა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირი გაათავისუფლეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system