თავში

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით  5000-5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ვიოლეტა ინასარიძისა და თეა გზირიშვილის ადვოკატმა ბრალდებულების მიმართ 3 000-3000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ბექა ლიპარტელიანის უფლებადამცველმა კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება. საბოლოოდ, სამივე მათგანს მოსამართლემ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე   პროკურატურამ ახალციხის "კლინიკა იმედის" თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა. ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის მეორე ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებიადა პირველ ჩვენებაში იცრუა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system