თავში

ბრალდებული ექიმი აღიარებს, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაუკეთა

ბრალდებული ექიმი აღიარებს, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაუკეთა
ბრალდებული ექიმი აღიარებს, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაუკეთა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმების ჩვენებებიდან, რომელსაც "ქრონიკა" აქვეყნებს, ირკვევა, რომ ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. 

პირველ ჩვენებაში მედიკოსი ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ მეგი ბაქრაძეს გართულების შემდეგ ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა მეორე ჩვენებაში, გამომძიებლის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ვინაიდან საჭიროდ არ ჩათვალა.

ამასთანავე, გამომძიებლის კითხვაზე, იცოდნენ თუ არა სხვა მედიკოსებმა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ იცოდნენ, მაგრამ საპირისპიროს მოაწერეს ხელი, რადგან პროტოკოლით ანაფილაქსიის ნიშნების შემთხვევაში ადრენალინი აუცილებლად უნდა გამოყენებულიყო. 

საქმის პროკურორი განმარტავს, რომ მეგი ბაქრაძეს საჭირო მედიკამენტები გაუკეთდა, თუმცა არა ვიოლეტა ინასარიძის მიერ, ვინაიდან ის დაყოვენბის ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

"დადგინდა, რომ ექიმ ვ.ი-ს მიერ პაციენტ მ.ბ-ს მიმართ რაიმე სახის მედიკამენტი გამოყენებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ის საერთოდ არ იმყოფებოდა იმუნიზაციის შემდგომი დაყოვენბის ოთახში. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას გაეწია, მაგრამ არ გეწია ექიმ ვ.ი-ს მიერ, როგორც ის თავდაპირველად განუმარტავდა გამოძიებას" - აცხადებს პროკურორი. 

პროკურატურის ცნობით, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ახალციხის "კლინიკა იმედის" თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system