თავში

ძალიან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ - სააკაშვილის პირადი ექიმი

ძალიან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ - სააკაშვილის პირადი ექიმი
ძალიან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ - სააკაშვილის პირადი ექიმი

განაგრძობს მკურნალობას, აღენიშნება ზოგადი სისტუსტე, თავის ტკივილი, თამაშობს არტერიული წნევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტ-ტრავმული სინდრომი.  

"რამდენადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნევა, ახლა ჩემს აქ ყოფნის დროს წნევა ცოტა დაეცა და ამას კორეგირება გაუკეთდა რეანიმატოლოგისა და მკურნალი ექიმის მიერ. ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა.

რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, ამას ხელმძღვანელობს ქალბატონი ელენე გიორგაძე და რეფიდინგის პირველი დღე ასე ვთქვათ, ნორმალურად ჩატარდა. ჩვენ ძალიან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ, რაზეც გუშინ მოგახსენეთ. ასე რომ ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან პაციენტთან ერთად მის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციას.

ასეთ ავადმყოფებს, როგორც მოგეხსენებათ, აქვთ პოსტ-ტრავმატული სინდრომი, რომელიც გარკვეულ და ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ მე მთხოვა რომ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ესაა ალტერნატიული კომისია რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი რომ მოვიდეს და გაიარონ ეს სიტუაცია. მე ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად რომ გავაგრძელოთ მკურნალობა მისი," - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ცნობისთვისმიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას 19 ნოემბერს დათანხმდა.

რეანომობილი, რომლითაც 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანეს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში 19 ნოემბერს, გვიან ღამით შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system