თავში

"ეს მოსალოდნელიც იყო" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

"ეს მოსალოდნელიც იყო" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა
ეს მოსალოდნელიც იყო - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი სუსტად არის, რაც მოსალოდნელი იყო.

"მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ვეთანხმებით ჩვენი კოლეგები რასაც აკეთებენ. ყველა პარამეტრი ჯერ ნორმალიზებული არ არის, მაგრამ გაუმჯობესების პროცესშია. მთლად ყველაფერი მწყობრში რომ არ არის, იმიტომაც არის ახლა ამ კლინიკაში. მას სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის, არ შეუძლია ძალისმიერი მოქმედების შესრულება", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system