თავში

ევაკუაცია აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსიდან - ვარგისია თუ არა შენობა საცხოვრებლად

ევაკუაცია აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსიდან - ვარგისია თუ არა შენობა საცხოვრებლად
ევაკუაცია აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსიდან - ვარგისია თუ არა შენობა საცხოვრებლად

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამ წუთებში შენობაში იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რამდენად ვარგისია კორპუსი საცხოვრებლად და საჭიროებს თუ არა გამაგრებით სამუშაოებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

"ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს სახლის დათვალიერება, მერიის სამსახურებიც ადგილზე არიან და სწავლობენ თუ რამდენად უსაფრთხოა კორპუსი, დასჭირდება თუ არა გამაგრება და რა სამუშაო იქნება ჩასატარებელი. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა, აფეთქებულია მეხუთე სართული. პირველადი ვიზუალური დათვალიერებით შეიძლება თქმა, რომ შეიძლება, კორპუსი მთლიანად არ არის დაზიანებული, არამედ დაზიანებულია მხოლოდ მეხუთე და მეოთხე სართული ნაწილობრივ. ექსპერტები შესულები არიან, ათვალიერებენ შენობას და მალე დადებენ დასკვნას, თუ რა სიტუაციაა", - განაცხადა კერესელიძემ.

დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილის, ლალი ჭელიძის თქმით პირველი სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია და აღნიშნული კოპრუსის ბინადრებს სასტუმროში გადაიყვანენ.  

"ადგილზე იმყოფება სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაადგენს, არის თუ არა იქ მცხოვრებლების შესვლა უსაფრთხო. ამის შემდეგ გადაწყდება შეუშვებენ თუ არა ამ ადამიანებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ყველა ოჯახი ევაკუირებულია, ზოგმა სურვილი გამოთქვა რომ ნათესავებთან გაათევდნენ ღამეს, უმრავლესობა კი ღამეს გაათევს სასტუმროში. რამდენ ოჯახზეა საუბარი ამ ეტაპზე არ ვიცი" - აღნიშნა ლალი ჭელიძემ. 

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ჩამონგრეულია პირველი სადარბაზოს მეხუთე სართული. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 77 წლის მამაკაცი, რომელსაც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system