თავში

ეზუგბაია: 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - VIDEO

ეზუგბაია: 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - VIDEO
ეზუგბაია: 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 9 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსს სულ 1488 პაციენტი მკურნალობს.

,,ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გახლავთ 2937. აჭარაში გამოვლინდა 126, იმერეთში - 16, თბილისში -15 სამეგრელო -ზემო სვანეთში - 7, მცხეთა-მთიანეთი -7, გურია - 4, კახეთი- 4. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა ათით და ქვეყანაში სულ 1422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემებით კოვიდ ცენტრებსა და სასტუმროებში1488 პაციენტი მკურნალობს, აქედან 9 კრიტიკულად მძიმე პაციენტია და მძიმე პაციენტების რაოდენობა 60-70-მდე მერყეობს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system