თავში

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ტოვებს

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ტოვებს
ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ტოვებს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართულენოვანი, შვედურ-ფრანგული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" 8-10 ნოემბერს დაგეგმილ პრემიერას შემოქმედებითი ჯგუფი არ დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით ჯგუფის წევრები საქართველოდან ხვალ მიემგზავრებიან. 

ოქტომბრის ბოლოს, თავად ფილმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი პრემიერას არ დაესწრებოდა. 

26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტქ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. პრემიერის შემდეგ, მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ვრცელი საუბარი გაიმართა. ლევან აკინმა ფილმის შესახებ, ფესტივალის სტუმრების კითხვებს უპასუხა და გადაღებების დროს საქართველოში შექმნილი წინააღმდეგობების შესახებაც ვრცლად ისაუბრა. ფესტივალის წარმომადგენლის კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი საქართველომ ფილმს, რეჟისორმა უპასუხა რომ - არა. ლევან აკინმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში, ლოს-ანჯელესში დაგეგმილი პრემიერის გამო, საქართველოში ფილმის პრემიერას ვერ დაესწრებოდა. რეჟისორს არ დაუკონკრეტებია, გადაწყვეტილება რამდენად უკავშირდებოდა უსაფრთხოების საკითხს.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრება ბიზნესმენი ლევან ვასაძე.ამის შესახებ ის ვიდეო-მიმართვაში საუბრობს.

„არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას,“-აცხადებს ვასაძე.

ფილმის ჩაშლით იმუქრება "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც. ბრეგაძემ report.ge-ს უთხრა, რომ ფილმი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა და მის ჩვენებას არ დაუშვებს. ბრეგაძის მსგავსად პრემიერის ჩაშლით იმუქრება მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი. ფალავანდიშვილმა report.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის, შემოქმედებით ჯგუფს კვერცხები დაუშინოს.

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

მსგავს თემაზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

უსაფრთხოების მიზნით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფი თბილისში პრემიერას არ დაესწრება

"არავითარი კომბალი, შევდივართ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმს"- ლევან ვასაძე And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system