თავში

გაბუნია: აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

გაბუნია: აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება
გაბუნია: აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება, რაც მისივე თქმით, რეგიონში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგია.

"ბოლო რამდენიმე დღეა, იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რის მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და, ასევე, შუმზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც 10 დღეა ამოქმედდა, მოსალოდნელიც იყო ასეთი ტენდენცია. ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება და, საბოლოო ჯამში, მოგვცემს ეპიდემიის სტაბილიზაციის და უკან დახევის შემდეგ სურათიც იქნება მეტად თვალსაჩინო. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ის, რომ აჭარაში შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც იყო მაღალი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10225-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 66 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system