თავში

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ საანევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, ასევე სპორტულ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო.

ვიქტორ სანეევმა თავისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის სიყვარულით სახელი გაუთქვა ჩვენ ქვეყანას მთელ მსოფლიოში.

სწორედ მისი შეუპოვარი სულის დამსახურებაა, რომ იგი გახდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, საერთაშორისო ჩემპიონატებში მრავალგზის გამარჯვებულის ტიტულის, არაერთი თასის, პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი - ოქროს პრიზიორი.

ვიზიარებ ვიქტორ სანეევის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ქართულ სპორტულ საზოგადოებას,"- ნათქვამია განცხადებაში. 

ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის გადაწყვეტილებით, ის სიდნეიში დაიკრძალება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system