თავში

,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ - თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას" დამფუძნებელი და რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

,,მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ქვეყანაში შემოსვლა ეროვნების მიხედვით ავკრძალოთ. თუმცა, მომხრე ვიქნები, მაგნიტსკის სიის მსგავსად, საქართველოში რომ ნორმალური, კოალიციური ხელისუფლება მოვა, გააკეთოს რუსეთის მოქალაქე, იმ საჯარო პირების სია, რომლებიც ამართლებენ პუტინის პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ და მათ შეეზღუდოთ ამ ქვეყანაში შემოსვლა.

ვინც საჯაროდ ამართლებს იმას, რომ ნახევარ მილიონამდე ქართველი საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, ის ჩვენს სახლში რატომ უნდა მივიღოთ?რუსებისგან განსხვავებით, ეროვნების ნიშნით არავინ უნდა გავაძევოთ, მაგრამ საქციელი და განცხადებები კი უნდა გახდეს გაძევების მიზეზი.მანამდე ეს სია შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ და წინასწარ იცოდეს იმ ხალხმა, რომ მათთვის არ არსებობს Грузинское гостеприимство! ორმხრივი გზაა ეს! ფაფუ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს.

პოლიციამ რუსი ჟურნალისტი და მისი 31 სტუმარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

"აჭარა ჯგუფმა", რომლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "რუმსშიც" პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პროტესტის სულისკვეთებას და გმობენ ოკუპაციას.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს.

ამასთან, მოსკოვში დაბრუნებული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system