თავში

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 პაციენტია შეერთებული

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 პაციენტია შეერთებული
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 პაციენტია შეერთებული

კორონავირუსით ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტი გვყვავს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანშვილის თქმით, ხელოვნური სუნთხვის აპარატზე ამ ეტაპისთვის 363 პაციენტია შეერთებული.

"დღეის მდგომარეობით 787 მძიმე პაციენტი გვყავს , მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 135, იმერეთში - 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 565 - აჭარაში, 1 248 - თბილისში, ხოლო 229 - იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3,157 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 82 835-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3,230 პაციენტი და საერთო რაოდენობა 65 291-ს შეადგენს. გარდაიცვალილია 733 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system