თავში

კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო - PHOTO

კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო
კინოთეატრებში ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო   - PHOTO

კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. ფილმის ჩვენებას კრიტიკულად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების საპროტესტო აქცია უძღოდა წინ. აქციის მონაწილეები მაყურებელს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. 

ჩვენების დაწყებამდე კინოთეატრთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რომლებმაც შენობის წინ პიროტექნიკა ააფეთქეს. პიროტექნიკის აფეთქების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კინოთეატრის შენობაში შეიყვანეს. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. კინოთეატრის წინ პოლიციის კორდონია მობილიზებული. აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ამ დრომდე ცდილობენ. 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვერის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც კინოთეატრ "ამირანთან" გადაინაცვლეს. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის ამის საშუალება არ მისცა. 

ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 

26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. პრემიერის შემდეგ, მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ვრცელი საუბარი გაიმართა. ლევან აკინმა ფილმის შესახებ, ფესტივალის სტუმრების კითხვებს უპასუხა და გადაღებების დროს საქართველოში შექმნილი წინააღმდეგობების შესახებაც ვრცლად ისაუბრა. ფესტივალის წარმომადგენლის კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი საქართველომ ფილმს, რეჟისორმა უპასუხა რომ - არა. ლევან აკინმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში, ლოს-ანჯელესში დაგეგმილი პრემიერის გამო, საქართველოში ფილმის პრემიერას ვერ დაესწრებოდა. რეჟისორს არ დაუკონკრეტებია, გადაწყვეტილება რამდენად უკავშირდებოდა უსაფრთხოების საკითხს.

გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია. 

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ამის შესახებ მან ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა.

„არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას,“-აცხადებდა ვასაძე.

ფილმის ჩაშლით იმუქრებოდა "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც. ბრეგაძემ report.ge-ს უთხრა, რომ ფილმი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა და მის ჩვენებას არ დაუშვებდა. ბრეგაძის მსგავსად პრემიერის ჩაშლით იმუქრებოდა მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი. ფალავანდიშვილმა report.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად იყო, შემოქმედებითი ჯგუფისთვის კვერცხები დაეშინა. 

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება. 

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა. 

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system