თავში

კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას
კომპანია ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

კომპანია "ბორჯომის" საპროტესტო აქციამ ბორჯომის ქუჩებში გადაინაცვლა.

გაფიცულები საპროტესტო მსვლელობას ავტოკოლონით აწყობენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ამ ფორმით ვაგრძელებთ პროტესტს. მსვლელობით და საყვირებით მოვიარეთ ქალაქის ქუჩები. მოვუწოდებთ ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისკენ. ყველა ბორჯომელისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ავტომანქანების მსვლელობის შემდეგ, დავბრუნდებით ქარხანასთან და აქ უკვე ველოდებით სხვადასხვა რეგიონიდან პროფკავშირებს. ეს იქნება უფრო მასშტაბური აქცია. ამან უნდა გამოიღოს შედეგი. მოვუწოდებთ ქარხნის ადმინისტრაციას, მოლაპარაკებები პროფკავშირის შუამავლობით გააგრძელოს", - აცხადებს ქარხნის გაფიცული თანამშრომელი ზაზა გელაშვილი.

ცნობისთვის, "IDS ბორჯომი საქართველომ" გუშინ განცხადება გაავრცელაკომპანია  ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.

შეგახსენებთ, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ცნობით, ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები სრულად გაჩერდა, რადგან 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system