თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 477 შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი  დაქვემო სვანეთი - 11" - განაცხადა სიჭნავამ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა.

გარდაიცვალა 11 პაციენტი . 

გამოჯანმრთელდა 1179 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17019 ტესტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system