თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები "ავერსის" კლინიკას უკავშირდება

კორონავირუსის ახალი შემთხვევები "ავერსის" კლინიკას უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ავერსის კლინიკას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები "ავერსის" კლინიკასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, დღეისთვის ყველაზე საყურადღებო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ "ავერსის" კლინიკების ქსელია. 

"კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად "ავერსის" კლინიკასთან არის დაკავშირებული. "ავერსის" კლინიკას მიეცა დამატებითი რეკომენდაციები და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა თანამშრომელს უტარდება ტესტირება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 20 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი. 

შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალგაზრდა ქალი სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ჩაქვის სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" იმართება. ის "ავერსის" კლინიკის თანამშრომელია.

მას მაღალი ტემპერატურა 1 სეატემბერს დაუფიქსირდა, რის გამოც სასტუმროში ეპიდემიოლოგები გამოიძახეს. ხოლო სასტუმრო, სადაც 900-მდე დამსვენებელი იმყოფება - ჩაკეტეს. პირველი ტესტირებით მას ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითმა პასუხმა კორონავირუსის დაადასტურა.

პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი 5 პირი კი თვითიზოლაციაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system