თავში

კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მათგან სამი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ჩვენს კლინიკაში დაგვემატა 6 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ერთი და ახლა გვყავს 38 პაციენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვყავს სამი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყაზბეგის პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, ჩვენთან შემოყვანილი სამივე შემთხვევაში პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია"- აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system