თავში

კორონავირუსით კიდევ ორი მედიკოსი დაინფიცირდა

კორონავირუსით კიდევ ორი მედიკოსი დაინფიცირდა
კორონავირუსით კიდევ ორი მედიკოსი დაინფიცირდა

საქართველოში COVID-19-ით 24 საათის განმავლობაში დაინფიცირებულთაგან ორი მედიკოსია - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.

25 აგვისტოს მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1436 -ია.

„7 შემთხვევიდან 1 ინფიცირებულთან კონტაქტია, 4 იმპორტირებული - მათ შორის 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლი და 2 სამედიცინო პერსონალი“- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

COVID-19-ისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა კვლავ 1150 -ია.

დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system