თავში

ქუთაისის ინფექციურში COVID-19-ით ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურში COVID-19-ით ახალი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურში COVID-19-ით ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს. 41 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს. 

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მათივე ინფორმაციით, დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტიც დატოვებს. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 761 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 269.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system