თავში

მარნეულში კორონავირუსზე 14 წლის მოზარდის კონტაქტების პასუხები ცნობილია

მარნეულში კორონავირუსზე 14 წლის მოზარდის კონტაქტების პასუხები ცნობილია
მარნეულში კორონავირუსზე 14 წლის მოზარდის კონტაქტების პასუხები ცნობილია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის კონტაქტების პასუხები ცნობილია.

როგორც Report.ge-ს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, 18 კონტაქტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ლაბორატორიაში კიდევ 15 კონტაქტის ბიოლოგიურ ნიმუშს გამოიკვლევენ. 

14 წლის მოზარდი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, "მესტიის კლასტერს" მიეკუთვნება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system