თავში

მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი არ შეუშვეს
მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ექსპრეზიდენთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

გავცრელებული  ინფორმაციით უარის თქმის მიზეზად სამუშაო საათების დასრულება დაასახელეს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.

მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system