თავში

პრემიერის მოწოდება მოქალაქეებს

პრემიერის მოწოდება მოქალაქეებს
პრემიერის მოწოდება მოქალაქეებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კორონავირუსის პრევენციისთვის, მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ:

ხშირად დავიბანოთ ხელი!

მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს!

არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ!

არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს!

რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები!

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს, ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, - მოუწოდა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 პირი რჩება.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

12 მარტს, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system