თავში

მტკვარში “ბაუჰაუსის” გაუჩინარებული თანამშრომლების ცხედრები იპოვეს

მტკვარში “ბაუჰაუსის” გაუჩინარებული თანამშრომლების ცხედრები იპოვეს
მტკვარში “ბაუჰაუსის” გაუჩინარებული თანამშრომლების ცხედრები იპოვეს

მადინარე მტკვარში, ბაუჰაუსის გაუჩინარებული თანამშრომლების ცხედრები იპოვეს. გიორგი შალამბერიძის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს, ხოლო ბაია ბერუაშვილის ცხედარი კი დაახლოებით ორი საათის წინ.

გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 3 დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system