თავში

ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური განქორწინების დეტალები

ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური განქორწინების დეტალები
ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური განქორწინების დეტალები

ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა-, ამის შესახებ განცხადება ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ გააკეთა. 

„გვსურს შევეხოთ 100 ათასი დოლარის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და საქმე ამიტომ არის აღძრული. ეს საკითხი შემდეგია. ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. საქართველოს კონსტიტუციით, ერთად ცხოვრების დროს შეძენილ ქონებას განქორწინების დროს ყოფილ მეუღლეებს ეკუთვნით. 100 ათასი დოლარი, თითქოს ეს იყო ბასილაშვილის საჩუქარი და წყალობა, არასწორია. ეს არის თანხა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად. ნელი დოროყაშვილი გაცილებით ნაკლებ თანხას დათანხმდა, რადგან არ სურდა, დავაში შესვლა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლოს მიდევნება. ის დათანხმდა მორიგებაზე. თანხა, რომელიც ჯერ არ გადახდილა, მხოლოდ 15 ათასი დოლარის გადახდა განხორციელდა. ეს ხდება გაწერილი ვადის მიხედვით. ასე რომ კამათი და ჭორები, რომ ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს უსაფუძვლოა. “, – განაცხადეს ანა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system